ევროვიზიის სიახლეები

OGAE/ოგაე (ფრანგ. Organisation Générale des Amateurs de l’Eurovision, ინგ. General Organisation of Eurovision Fans) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ევროვიზიის ფან-კლუბებსა და ფანებს. ორგანიზაცია დაარსდა 1984 წელს, სავონლინნაში (ფინეთი) იარიპეკა კოიკალაინენის მიერ.

დღეისათვის ორგანიზაცია აერთიანებს 42 ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფან-კლუბს ევროპის მასშტაბით.

ორგანიზაციის მიერ 4 არაკომერციული კონკურსი არის ორგანიზებული ყოველწლიურად, რათა წაახალისოს ეროვნული პოპ მუსიკა და გააცნოს ის ფანებს მთელი მსოფლიოს გარშემო. საერთაშორისო ორგანიზაცია ხშირად თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ადგილობრივ მაუწყებლებთან.

2015 წლიდან ორგანიცაზიის პრეზიდენტი გახლავთ სიმონ ბენეტი ოგაე – დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც ამ პოზიციაზე ჩაანაცვლა ოგაე – ფინეთის წარმომადგენელი მაიკენ მააემეტსი.

საქართველოს არცერთი ფან-კლუბი ამ ეტაპზე არ არის ოგაე-ს წევრი, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა OGAE Rest of The World-ის ნაწილია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ogaeinternational.org