ევროვიზიის სიახლეები

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.

 

2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.

2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco.

მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.

2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I’m a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.

2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკოევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.

საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold.

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

2018 წლის ევროფესტივალი ლისაბონში გაიმართა. თუმცა ჯგუფი ირიაო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

2019 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე სიმღერით, Keep on Going ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.