რიგით 64-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს და 41 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა ქალაქმა თელ-ავივმა (ისრაელი). ისრაელმა ევროვიზიის მასპინძლობის უფლება მოიპოვა ლისაბონში, 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნეტა ბარზილაის გამარჯვების შედეგად, სიმღერით “Toy”.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა და ისრაელის სამაუწყებლო კორპორაცია KAN-მა ერთობლივად წარადგინეს 64-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ლოგო, რომელიც შედგება სამი სამკუთხედისგან, ხოლო სლოგანი გახლდათ: “Dare to Dream” (ქართ. “გაბედე ოცნება”)
ევროვიზიის სიმღერის კონკურსს თელ-ავივსი “Expo Tel Aviv”-მა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში მდებარე არენა 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
“ევროვიზიის” სცენის დიზაინი შექმნილი იყო გერმანელი დიზაინერის ფლორიან ვაიდერის მიერ.
2019 წლის ევროვიზიის წამყვანები იყვნენ: ბარ რაფაელი, ერეზ თალი, ასსი აზარი და ლუსი აიოუბი.
Nr. | ქვეყანა | მონაწილე | სიმღერა |
01 | კვიპროსი | Tamta | Replay |
02 | მონტენეგრო | D-Moll | Heaven |
03 | ფინეთი | Darude feat. Sebastian Rejman | Walk Away |
04 | პოლონეთი | Tulia | Pali się (Fire of love) |
05 | სლოვენია | Zala Kralj & Gašper Šanti | Sebi |
06 | ჩეხეთი | Lake Malawi | Friend of a Friend |
07 | უნგრეთი | Joci Pápai | Az én apám |
08 | ბელარუსი | Zena | Like it |
09 | სერბეთი | Nevena Božović | Kruna |
10 | ბელგია | Eliot | Wake Up |
11 | საქართველო | Oto Nemsadze | Sul tsin iare |
12 | ავსტრალია | Kate Miller-Heidke | Zero Gravity |
13 | ისლანდია | Hatari | Hatrið mun sigra |
14 | ესტონეთი | Victor Crone | Storm |
15 | პორტუგალია | Conan Osíris | Telemóveis |
16 | საბერძნეთი | Katerine Duska | Better Love |
17 | სან-მარინო | Serhat | Say Na Na Na |
პირველ ნახევარფინალში ასევე აძლევდა ხმას: ესპანეთი, ისრაელი და საფრანგეთი
Nr. | ქვეყანა | მონაწილე | სიმღერა |
01 | სომხეთი | Srbuk | Walking Out |
02 | ირლანდია | Sarah McTernan | 22 |
03 | მოლდოვა | Anna Odobescu | Stay |
04 | შვეიცარია | Luca Hänni | She Got Me |
05 | ლატვია | Carousel | That Night |
06 | რუმინეთი | Ester Peony | On a Sunday |
07 | დანია | Leonora | Love is Forever |
08 | შვედეთი | John Lundvik | Too Late For Love |
09 | ავსტრია | Paenda | Limits |
10 | ხორვატია | Roko | The Dream |
11 | მალტა | Michela Pace | Chameleon |
12 | ლიეტუვა | Jurijus | Run with the Lions |
13 | რუსეთი | Sergey Lazarev | Scream |
14 | ალბანეთი | Jonida Maliqi | Ktheju tokës |
15 | ნორვეგია | KEiiNO | Spirit in the Sky |
16 | ნიდერლანდები | Duncan Laurence | Arcade |
17 | ჩრდ. მაკედონია | Tamara Todevska | Proud |
18 | აზერბაიჯანი | Chingiz | Truth |
მეორე ნახევარფინალში ასევე აძლევდა ხმას: იტალია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
Nr. | ქვეყანა | მონაწილე | სიმღერა |
26 | ესპანეთი | Miki | La Venda |
22 | იტალია | Mahmood | Soldi |
14 | ისრაელი | Kobi Marimi | Home |
16 | დიდი ბრიტანეთი | Michael Rice | Bigger Than Us |
21 | საფრანგეთი | Bilal Hassani | Roi |
4 | გერმანია | S!sters | Sister |
ჯამში 492 ქულით დუნკან ლაურენსი სიმღერით “Arcade” კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან 37 ქულით გადაუსწრო იტალიის წარმომადგენელს, რომელიც შესაბამისად მეორე ადგილზე გავიდა. ხოლო მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს ერგო.