ევროვიზიის სიახლეები

მაისი, ნიდერლანდები

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი რიგით 65-ე იქნება. თელ-ავივში გამართულ კონკურსზე გამარჯვება ნიდერლანდების წარმომადგენელმა დუნკან ლაურენსმა მოიპოვა სიმღერით “Arcade” და შესაბამისად კონკურის მასპინძელი ნიდერლანდების სამეფო გახდა.

სამეფომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 4-ჯერ უმასპინძლა: 1958 წელს ჰილვერსუმში; 1970 წელს ამსტერდამში ხოლო 1976 და 1980 წლებში კი ჰააგაში, ხოლო 2007 და 2012 წლებში კი საბავშვო ევროვიზიას როტერდამსა და ამსტერდამში.

მონაწილეები:

2019 წლის 9 ივნისის მონაცემებით ოცმა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა 2020 წლის სიმღერის კონკურსზე, მათ შორის ფესტივალს უბრუნდება უკრაინა, რომელიც 2019 წელს ევროვიზიას გამოეთიშა არტისტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო.

მასპინძელი:

ჰოლანდიური მაუწყებლების (AVROTROS, NOS, NPO Start) და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (European Broadcasting Union – EBU) ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად გამარჯვებული ქალაქი აგვისტოში გამოვლინდება, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღები ჯერ კიდევ უცნობია.