ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

ნიკო ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით “Lets count the smiles” წარსდგება

რანინას გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. სპეციალურად კონკურსანტისთვის სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, სახელწოდებით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles).

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო ნიკო ქაჯაიას იმიჯზე და კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.

2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.

საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა როტერდამში (ნიდერლანდები) და მას შემდეგ ყველა კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ანგარიშზე გამარჯვებათა რეკორდული რაოდენობაა. ჩვენმა ქვეყანამა საბავშვო სიმღერის კონკურსზე სამჯერ გაიმარჯვა: 2008, 2011 და 2016 წელს. დანარჩენი ათი გამოსვლიდან 9-ჯერ კი ყოველთვის ტოპ ათეულში იყო.

2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

 

წყარო: 1tv.ge

უპასუხე