ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

რანინას გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა

წყარო: 1tv.ge / რანინა

დღეს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მუსიკალურ პროექტ რანინას გრანდიოზული ფინალის გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა და სწორედ ის წარადგენს ჩვენს ქვეყანას 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

წლევანდელი რანინას ფინალური შოუს ჟიურის წევრები სოფო ხალვაში, დავით ევგენიძე და ბექა გოჩიაშვილი იყვნენ, ხოლო ფინალისტებს აკომპანიმენტს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიურ ორკესტრი უწევდა. ფინალისტების სია კი ასე გამოიყურებოდა:

ბარბარე მახათაძე

ნიკოლოზ ქაჯაია 🌟

გეგა შონია

თუ რომელი სიმღერით წარადგენს საქართველოს ნიკოლოზ ქაჯაია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა როტერდამში (ნიდერლანდები) და მას შემდეგ ყველა კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ანგარიშზე გამარჯვებათა რეკორდული რაოდენობაა. ჩვენმა ქვეყანამა საბავშვო სიმღერის კონკურსზე სამჯერ გაიმარჯვა: 2008, 2011 და 2016 წელს. დანარჩენი ათი გამოსვლიდან 9-ჯერ კი ყოველთვის ტოპ ათეულში იყო.

2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

2020 წელს საქართველო სანდრა გადელიამ წარადგინა სიმღერით “You are not alone”.

 

უპასუხე