ევროვიზიის სიახლეები
ამერიკის სიმღერის კონკურსიორგანიზაცია

‘American Song Contest’-ის პრემიერა 2022 წლის 21 თებერვალს გაიმართება

წყარო: EBU/Eurovsion.tv

პირველად ისტორიაში, ევროვიზიის სიმღერის კონკურისის ამერიკული ანალოგი “ამერიკის სიმღერის კონკურსის” პირველი ორსაათიანი შოუს პრემიერა NBC-ის ეთერში მომავალი წლის 21 თებერვალს გაიმართება.

კონკურსზემონაწილეობას აშშ-ს 50 შტატის, 5 დამოკიდებული ტერიტორიისა და დედაქალაქის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსზე მონაწილეობის მიღება როგორც სოლო შემსრულებლებს, ასევე დუეტებსა და ჯგუფებსაც ექნებათ, რომლებიც ფესტივალზე სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი სიმღერით უნდა წარსდგნენ. ლაივ-შოუ სამი შესარჩევი რაუნდისგან, ორი ნახევარ-ფინალისა და გრანდიოზული ფინალისგან შედგება, რომელსაც გამარჯვებული შტატი (ან დამ. ტერიტორია, ფედ. ქალაქი) უმასპინძლებს.

“ამერიკული სიმღერის კონკურსის” მთავარი პროდიუსერები ოდრი მორისი , ანედერს ლენჰოფი, ქრისტერ ბიორკმანი,  პეტერ სეტმანი, ოლა მელციგი, გრეგორი ლიპსტოუნი, ბენ სილვერმანი და ჰოუვარ ოუენსი იქნებიან.~

პროექტის პროდიუსინგს Propagate უზრუნველყოფს Universal Studio Group-ში შემავალი Universal Television Alternative Studio-სთან ერთად.

უპასუხე