ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზიაშესარჩევი

ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე?

წყარო: 1tv.ge

ხვალ, 13 ნოემბერს,22:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე  გაირკვევა თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას 2021 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება.

ტრადიციისამებრ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიმღერის კონკურსის “რანინა“-ს გამარჯვებული გახდება ევროფესტივალის საგზურის მფლობელი.

წლევანდელი რანინას ფინალური შოუს ჟიურის წევრები სოფო ხალვაში, დავით ევგენიძე და ბექა გოჩიაშვილი იქნებიან, ხოლო ფინალისტებს აკომპანიმენტს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიურ ორკესტრი გაუწევს. ფინალისტების სია კი ასე გამოიყურება:

ბარბარე მახათაძე 🌟

წყარო: 1tv.ge

ნიკოლოზ ქაჯაია 🌟

წყარო: 1tv.ge

გეგა შონია 🌟

წყარო: 1tv.ge

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ორიგინალური საბავშვო მუსიკალური პროექტია „რანინა” 8-დან 14 წლამდე ასაკის  მომღერლებისთვის. წესების თანახმად, პროექტში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც სამთვიან მუსიკალურ ტელემარათონს გადიან. კონკურსი მოიცავს ოთხ თემატურ ტურს, ხოლო თითოეული ტური იყოფა ორ ტელეეპიზოდად.

ძირითად ტურებს გადის ყველა მონაწილე.  ნახევარფინალში გადადის ხუთი კონკურსანტი, ხოლო ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის სამი კონკურსანტი. თითოეულ თემატურ ტურს კი მონაწილეები გადიან ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად, ხოლო კონკურსანტებს სამი წევრისგან შემდგარი ჟიური 10-ქულიანი სისტემით აფასებს ოთხ კატეგორიაში – ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი, კოლაბორაცია. ჟიურის შემადგენლობა ყოველი ტურის დროს იცვლება.

თითოეულ ტურში კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველი ტურის დროს იცვლება. კონკურსანტის სიმღერის დროს, ჟიურის წევრები ოთხ კატეგორიაში – ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი, კოლაბორაცია – 10-ქულიანი სისტემით აფიქსირებენ საკუთარ შეფასებას. სიმღერის დასრულებამდე, 10 წამის განმავლობაში ჟიურის შეფასებაში ცვლილებების შეტანა შეუძლია, ათვლის დასრულებისას კი საბოლოო ქულები ფიქსირდება. მონაწილეები ოთხი ძირითადი ტურის განმავლობაში აგროვებენ ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს.

წყარო: 1tv.ge

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს დებიუტი როტერდამში, 2007 წელს შედგა, როდესაც ქვეყანა მარიამ რომელაშვილმა წარადგინა  და მას შემდეგ ქვეყნის ანგარიშზე რეკორდული  სამი გამარჯვება ირიცხება: 2008, 2011 და 2016 წლებში.

 

 

წყარო: 1tv.ge

უპასუხე