ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

ევროვიზიის გამარჯვებული ლეგენდარული შვედური ჯგუფი “ABBA ბრუნდება

ფოტო: eurovision.tv

1974 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული, ლეგენდარული შვედური ჯგუფი “აბბა” 40 წლის შემდეგ ბრუნდება. მუსიკოსების ახალი ალბომი 5 ნოემბერს გამოვა. “ABBA” მსმენელებს ჰპირდება რევოლუციურ შოუსაც, რომლის ბილეთებიც 7 სექტემბრიდან გაიყიდება.

შვედური ჯგუფი სტოკჰოლმში 1972 წელს შეიქმნა და მას შემდეგ 375 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული.

კვარტეტის წევრები – აგნეტა ფელტსკოგი, ანა-ფრიდ ლინგსტადი, ბიორნ ულვეუსი და ნები ანდერსონი 2018 წელს სტუდიას დაუბრუნდნენ და განაცხადეს, რომ ორ ახალ სიმღერას მსმენელს იმავე წელს შესთავაზებდნენ. თუმცა ამ სიმღერების („I Still Have Faith In You“ და „Don’t Shut Me Down“) გამოშვება არაერთხელ გადაიდო, ახლა კი ჯგუფი უკვე 5 ტრეკს ამზადებს, რაც ულვეუსმა საბოლოოდ დაადასტურა.

ულვეუსმა BBC-ს უამბო, რომ იდეა ჯგუფს Spice Girls-ის მენეჯერმა, საიმონ ფულერმა მიაწოდა. „ის სტოკჰოლმში ჩამოვიდა და შემოგვთავაზა გარკვეულ ასაკში ჩვენივე თავის ციფრული ასლები შეგვექმნა. პროექტის ნახევარი უკვე დასრულებულია. შედეგი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“. შარშან პროექტს ლონდონში Ealing Studios-ში იღებდნენ.

АВВА 1972 წელს დაარსდა. ჯგუფის წევრები გახდნენ ულვეუსი და ანდერსონი The Hep Stars-იდან – სიმღერის ავტორები, და მომღერლები ფელტსკოგი და ლინგსტადი, რომლებიც როგორც სოლო შემსრულებლები უკვე წარმატებულები იყვნენ. მაგრამ, მათმა ერთობლივმა პროექტმა ყველა წინა წარმატება გადაფარა. 1974 წლის „ევროვიზიაზე“ სიმღერით Waterloo გამარჯვების შემდეგ, ჯგუფმა თითქმის 400 მილიონი სინგლი და ალბომი გაყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის ჰიტებზე შექმნილი მიუზიკლი „Mamma Mia!“, რომლის პროდიუსერებიც იყვნენ ულვეუსი და ანდერსონი, 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მიუხედავად წყვილების განქორწინებისა (ულვეუსი და ფელკსტოგის და ლინგსტადის და ანდერსონის) ჯგუფი წარმატებული იყო, თუმცა არსებობის 11 წლისთავზე, 1983 წელს, ისინი მაინც დაიშალნენ.

ფოტო: BAILLIE WALSH

1982 წელს გამოვიდა მათი ბოლო ერთობლივი ნამუშვარი – კრებული The Singles, რომელშიც ჰიტები Under Attack და The Day Before You Came შევიდა.

უპასუხე