ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

გაერთიანებულ სამეფოს ევროვიზიაზე Jessie J წარადგენს?!

ბოლო დღეებში ბრიტანულ და ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ BBC ოფიციალურად დაუკავშირდა მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მომღერალ Jessie J-ის და 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაერთიანებული სამეფოს წარდენა შესთავაზა.

როგორც The Sun იუწყება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სიმღერის კონკურსზე გაერთიანებულის სამეფოს წარუმატებლობაა. გასული წლის მსგავსად წელსაც ქვეყანა ბოლო ადგილზე გავიდა თუმცა პირველად ისტორიაში მაყურებელთა და ჟიურის მხრიდან 0 ქულა დაიმსახურა.

ჯესი ჯეი  (ნამდვილი სახელი: ჯესიკა ელენ კორნიში) ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მის სიმღერებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიცაა: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კისი, ქრისტინა აგილერა და ა.შ.

ჯესიმ კარიერა 11 წლის ასაკში 1999 წელს  ვებერის ცნობილ მიუზიკლ “დაუსტვინე ქარის მიმართულებით” დაიწყო და შემდეგ სწავლა ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიათა სკოლაში გააგრძელა სწავლა.

გარკვეული დროის მანძილზე იყო Soul Deep ჯგუფის წევრი.

პირველი სიმღერა, „Big White Room“ ჯესიკამ 17 წლის ასაკში დაწერა და იმ გარდაცვლილ ბიჭს ეძღვნებოდა, ვინც მასთან ერთად საავდმყოფოში იწვა. ჯესიკას თქმით, სიმღერის დაწერა მაშინვე სურდა, მაგრამ ამისათვის თავს პატარად თვლიდა. საგულისხმოა, რომ YouTube-ზე ატვირთული სიმღერის ვიდეო პოპულარული გახდა და მასზე დაახლოებით 70 ქავერ-ვერსია იქნა ჩაწერილი.

17 წლის ასაკში ჯესიმ ხელი მოაწერა ლეიბლ Gut Records-თან კონტრაქტს. მაგრამ მას შემდეგ რაც კომპანია გაკოტრდა მან მოაწერა ხელი კონტრაქტს Sony ATV-სთან და დროებით აშშ-ში საცხოვრებლად გადავიდა. ამ პერიოდში დაწერილი რამდენიმე სიმღერა ჰიტ-სინგლად იქცა, მათ შორის, მაილი საირუსისათვის დაწერილი „Party in the U.S.A“.

2008 წელს ჯესიმ მონაწილეობდა მიიღო სინდი ლოუპერის ტურნეში.

რაც შეეხება ჯესის პირად ცხოვრებას, 2014 წელს ინტერვიუში Daily Mirror-თან მომღერალმა ახსენა, რომ ჰქონია ურთიერთობა როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან: „ჩემთვის ბისექსუალობა ფაზა იყო. მაგრამ არ ვამბობ, რომ იგი ყველას ცხოვრებაში ფაზა უნდა იყოს“.

 

 

უპასუხე