ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

რომელი ქალაქი უმასპინძლებს 2022 წლის ევროვიზიის კონკურსს?

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე როკ-ჯგუფ “Måneskin”-ის გამარჯვების შემდეგ იტალიამ უფლება მოიპოვა შემდეგი წლის ევროვიზიას უმასპინძლობს.

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ჯერ საკმაოდ ადრეა მასპინძელ ქალაქზე ფიქრი, თუმცა კონკურსს, რომელსაც თვალს 184 მილიონ ადამიანზე მეტი ადევნებს საკმაოდ კარგად მომზადება სჭირდება.

გამარჯვების დღიდანვე არ წყდება პოლემიკა თუ რომელი იტალიური ქალაქი უმასპინძლებს 2022 წლის ევროვიზიას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, არც თუ ისე ბევრ ქალაქს აქვს შესაძლებლობა დააკმაყოფილოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დაწესებული მინიმალური მოთხოვნები:

  • დახურული არენა, რომელიც იტევს მინ. 10 000 ადამიანს.
  • ქალაქში ან შემოგარენში უნდა იყოს საერთაშორისო აეროპორტი
  • შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური ქსელი (გზები, მაგისტრალები)
  • ქალაქს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უმასპინძლოს მინ. 20 000 ადამიანს (სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.)
  • საკმარისი ბიუჯეტი კონკურსის ორგანიზებისათვის.

ამ ეტაპზე, კონკურის მასპინძლობის სურვილი 12 ქალაქის მესვეურებმა გამოთქვეს:

  • ტურინი
  • მილანი
  • ბოლონია
  • რომი
  • ნეაპოლი
  • პეზარო
  • რეჯო-ნელ-ემილია
  • ბარი
  • ვერონა
  • ფლორენცია
  • რიმინი
  • სან-რემო

ჩამოთვლითაგან პირველი სამი (ტურინი, მილანი, ბოლონია) ნამდვილად აკმაყოფილებს EBU-ს მინ. მოთხოვნილებას.

ფოტო: ტურინი, Pala Alpitour არენა

შემდეგი სავარაუდო სამეული: რომი, პეზარო და ბარი მზად არიან ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ კონკურისის ორგანიზება.

ევროფესტივალის მასპინძლობის ნაკლები შანსი აქვს ნეაპოლსა და ვერონას. ამ უკანასკნელს კონკურისს მასპინძობა ვერონის ამფითეატრში სურს, თუმცა ღია არენა ევროვიზიის წესებს ეწინააღმდეგება.

ფლორენციას, რიმინის და რეჯო-ემილიას კი სათანადო არენა არ აქვს.

თუმცა ყველაზე ნაკლები შანსი მასპინძლობის სან-რემოს აქვს, რადგან არც გააჩნია არც შესაბამისი არენა და არც საქალაქო ინფრასტრუქტურა.

ამ ეტაპზე ყველა ქალაქმა ოფიციალურად წარადგინა უკვე საკუთარი გეგმა თუმცა ახლა ჯერი მასპინძელ მაუწყებელზე (RAI) და ევროპის მაუწყებელთა კავშირზეა (EBU), რომლებიც საკუთარ გადაწყვეტილებას 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი ქალაქის შესახებ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ.

უპასუხე