ევროვიზიის სიახლეები
ფანები

ბარბარა დექსის ჯილდო TIX-მა მოიპოვა

ფოტო: songfestival.be

ვინ იყო ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული არტისტი როტერდამში?

ტრადიციისამებრ, 1997 წლიდან, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დასრულების შემდეგ იწყება ხმის მიცემა ყველაზე უგემოვნო კონკურსანტის გამოსავლენად, რომელსაც ბარბარა დექსის ჯილდო ეწოდება (Barbara Dex Award) და ზუსტად ფინალური შოუდან ერთ კვირაში „გამარჯვებულიც“ გამოვლინდება.

2021 წლის ევროვიზიის სიღერის კონკურსის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ არტისტად დასახელდა TIX (ნორვეგია) და ჯილდოც სწორედ მან მიიღო.

გარდა ნორვეგიელი კონკურსანტისა, 2021 წლის ყველაზე უგემოვნთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ნორვეგია (TIX)
  2. რუმინეთი (Roxen)
  3. ხორვატია (Albina)
  4. გაერთიანებული სამეფო (James Newman)
  5. ისრაელი (Eden Alene)

უპასუხე