ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული ქვეყანა იტალია გახდა

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

ნიდერლანდებში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა იტალია – ჯგუფი Måneskin გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა სწორედ იტალიას ერგო. საქართველოდან ქულები ევროვიზიის მაყურებელს ოთო ნემსაძემ გააცნო.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია, უკრაინა, ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ნიდერლანდები.

საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

უპასუხე