ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

ირუ – ქართული პოპის ახალი ვარსკვლავი?!

20 წლის ირუ ხეჩანოვმა ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი, სიმღერაზე „No Jerk Around Me“ გამოუშვა. კომპოზიციაზე ახალგაზრდა მომღერალმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა.

„ჩემი სიმღერის მესიჯი ბევრნაირად შეიძლება რომ გავშალოთ. მთავარი მაინც ის დევს რომ ტოქსიკური და ნეგატიური ადამიანები უნდა მოიშორო ცხოვრებაში, თუნდაც მეგობარი, ვითომ შეყვარებული, ნაცნობი და ყურადღება გაამახვილო შენს ბედნიერებაზე, კარგად ყოფნაზე და პოზიტივზე, მხოლოდ ის ადამიანები უნდა გყავდეს გარშემო ვინც არ გზღუდავს წინსვლაში და განვითარებაში.“ – ამბობს ახალგაზრდა მომღერალი

ირუ ხეჩანოვი 2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის, ჯგუფი „Candy”-ის წევრია.

უპასუხე