ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

საქართველოს წარმომადგენელმა აჰოი არენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ყიფიანმა მეორე რეპეტიცია გაიარა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტმა ​იმუშავა.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

სინდქვისტი ცნობილი რეჟისორი და ქორეოგრაფია. ის ასევე არის შვედეთში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

სინდქვისტმა იმუშავა შვედურ Pop Idol-ზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, შვედეთის ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსსა და Melodifestivalen-ზე. იგი გახლავთ წლევანდელი შვედური გრემის რეჟისორი.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

2021 წლის ევროვიზიაზე წარსადგენი საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი მე-1o ნომრად ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარ ფინალში იმღერებს და ის მაყურებლის წინაშე 20 მაისს წარსდგება.

ფოტო: EBU / ANDRES PUTTING

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 18, 20 და 22 მაისს გაიმართება.

უპასუხე