ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზიის მასპინძელი ქალაქი – როტერდამი

ფოტო: BOOKING.COM / EBU

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, წლევანდელ ფესტივალს ნიდერლანდების სამეფოს სიდიდით მეორე ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს.

ქალაქი, რომლის მოსახლებაც 634,660 ათას ადამიანს შეადგენს, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში, მდინარე მაასისა და ჩრდ. ზღვის შესართავთან მდებარეობს.

ფოტო: BOOKING.COM / EBU

ქალაქი არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი ლოჯისტიკური კვანძი, არამედ ევროკავშირის ყველაზე დიდი საზღვაო პორტიც (Europoort) არის, რომელიც წელიწადში 469 მილიონ ტონა ტვირთს ემსახურება.

ფოტო: GUIDO PIJPER / EBU

როტერდამი, ამავდროულად შესაძლოა არქიტექტურულ ქალაქადაც ჩაითვალოს. ქალაქის ცენტრში, რომელიც 1940 წლის დაბომბვის შედეგად მეტწილად განადგურდა, შესაძლებელია განსხვავებული არქიტექტურული სტილის ხილვა, რომელიც 60-იანების, 70-იანებისა და 80-იანებისა სტილის ნაგებობებთან ერთად თანამედროვე სტილის შენობებსაც აერთიანებს.

ფოტო: Ossip van Duivenbode / EBU – მარკტალის ბაზარი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის  Ahoy Arena -ს მასპინძლობს, რომელიც 1970 წელს აშენდა და დიზაინი შექმნილია როტერდამის პორტის გავლენით.

 

როტერდამის ევროვიიზის მასპინძელ ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებულ მიმართვაში, ევროვიზიის მაშინდელმა აღმასრულებელმა სუპერვაიზორმა იონ ულა სანდმა განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო ამ ორ ქალაქს შორის (როტერდამი და მაასტრიხტი), მაგრამ როტერდამმა დაამტკიცა, რომ სწორედაც რომ ის არის ღირსი უმასპინძლოს ევროპის ყველა დიდი სიმღერის კონკურსს.

ფოტო: EBU

წლევანდელ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი და აჰოი არენა  18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს.

უპასუხე