ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

თორნიკე ყიფიანმა აჰოი არენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა

ფოტო: EBU / THOMAS HANSES

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ყიფიანმა პირველი რეპეტიცია გაიარა.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა

ფოტო: EBU / THOMAS HANSES

2021 წლის ევროვიზიაზე წარსადგენი საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

ფოტო: EBU / THOMAS HANSES

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

ფოტო: EBU / THOMAS HANSES

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

სინდქვისტი ცნობილი რეჟისორი და ქორეოგრაფია. ის ასევე არის შვედეთში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფოტო: EBU / THOMAS HANSES

სინდქვისტმა იმუშავა შვედურ Pop Idol-ზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, შვედეთის ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსსა და Melodifestivalen-ზე. იგი გახლავთ წლევანდელი შვედური გრემის რეჟისორი.

ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. სწორედ საშა ჟან ბაპტისტმა იმუშავა ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ნინა სუბლატის, თამარა გაჩეჩილაძისა და ნიკა კოჩაროვის&Young Georgian Lolitaz-ის სასცენო სცენოგრაფიებზე. აღნიშნული ჯგუფი მუშაობდა ისეთი ცნობილი მომღერლების მუსიკალური ტურნეების ქორეოგრაფიაზე, როგორებიც არიან: ზარა ლარსონი, ერიკ საადე, ალკაზარი.

თორნიკე ყიფიანი 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში დაიბადა.დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ესწავლა გიტარაზე დაკვრა და ჩამოეყალიბებინა თავისი ჯგუფი. “ფაქტორის“ პირველი სეზონის გამარჯვებული და პროექტის ყველა სპონსორის რჩეულიც გახდა 2014 წელს.  თორნიკეს აზრით, მუსიკოსისთვის, მნიშვნელოვანია სიყვარული, სიხარული, თავისუფლება, თუმცა ყველაზე ძვირფასი, რაც მას გააჩნია არის მსმენელი და მუზა. 33 წლის მომღერლისათვის ასევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუ­სი­კო­სი თა­ვად ქმნი­დეს მუ­სი­კას ამიტომაც “ფაქტორის“-ში გამარჯვების შემდეგ ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი შეისწავლა დაიწყო, რაც სრუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად არის სა­ჭი­რო. თვლის, რომ ასე­თი პროგ­რა­მე­ბი მუ­სი­კოს­მა უნდა იცო­დეს. როგორც თავად ამბობს ახ­ლაც სწავ­ლის პრო­ცეს­ში არის, ქმნის ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ მუ­სი­კას და “იუ­თუ­ბის” სა­კუ­თარ არხზე ავრცელებს. ამავდროულად თორნიკე სამი შვილის მამაა, თუმცა ამ ეტაპისთვის მეუღლეს დაშორებულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი საქართველოს სახელით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურზე საკუთარი სიმღერით  “Take me as I am” უნდა წარმსდგარიყო თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანი მე-1o ნომრად ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარ ფინალში იმღერებს და ის მაყურებლის წინაშე 20 მაისს წარსდგება.

ფოტო: EBU /ANDRES PUTTING

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 18, 20 და 22 მაისს გაიმართება.

 

როგორ ფიქრობთ შეძლებს საქართველო წელს ფინალში მოხვედრას და თუნდაც გამარჯვებას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?

 

უპასუხე