ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ხვალიდან როტერდამში რეპეტიციები იწყება

ფოტო: NPO/NOS/AVROTROS NATHAN REINDS

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალამდე 15 დღე დარჩა, ხოლო პირველ ნახევარ ფინალამდე კი ორ კვირაზე ცოტა ნაკლები. შესაბამისად როტერდამში, მსოფლიოს ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსისათვის ყველაფერი მზადაა. 

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით წლევანდელ კონკურსს მაყურებელი დაესწრება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, აჰოი არენაზე მხოლოდ 3500 ადამიანის დაშვება იგეგმება, რაც საერთო რაოდენობის 20%-ია.

ფოტო: NPO/NOS/AVROTROS NATHAN REINDS

ეპიდომოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებთ წლევანდელ ევროვიზაზე არ იქნება ტრადიციული ევროსოფელი და ევროკლუბი. პრეს ცენტრი ადგილზე მხოლოდ 500 ჟურნალისტსა და გულშემატკივარზეა გათვლილი, ხოლო 1500 ჟურნალისტი ონლაინ პრეს-ცენტრის მეშვეობით მიადევნებს თვალყურს ევროვზიის 6 შოუს (3 პირდაპირი და 3 გენერალური რეპეტიცია).

ტრადიცილუად ორი კვირით ადრე წიყება მონაწილე ქვეყნების რეპეტიცია სცენაზე. შესაბამისად ხვალ რეპეტიციას პირველები ლიეტუვის წარმომადგენლები გამართავენ.

ფოტო: NPO/NOS/AVROTROS NATHAN REINDS

საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის პირველი რეპეტიცია აჰოი არენაზე 11 მაისს 12 საათზე დაიწყება (თბილისის დროით), ხოლო 13:55 საათზე ქართული დელეგაციის პრესკონფერენცია გაიმართება.

უპასუხე