ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზიის მონაწილე ქვეყნების რიგითობა ცნობილია

ფოტო: STIJN SMULDERS / EBU

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნების რიგითობა ცნობილია. ევროვიზიის პროდიუსერების გადაწყვეტილებით ქართველი კონკურსანტი თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარ ფინალში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.

თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერით You  წარადგენს. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

  • პირველი ნახევარ ფინალის რიგითობა:

ფოტო: EBU
  1.  ლიეტუვა
  2. სლოვენია
  3. რუსეთი
  4. შვედეთი
  5. ავსტრალია
  6. ჩრდ. მაკედონია
  7. ირლანდია
  8. კვიპროსი
  9. ნორვეგია
  10. ხორვატია
  11. ბელგია
  12. ისრაელი
  13. რუმინეთი
  14. აზერბაიჯანი
  15. უკრაინა
  16. მალტა

  • მეორე ნახევარ ფინალის რიგითობა:

ფოტო: EBU
  1. სან-მარინო
  2. ესტონეთი
  3. ჩეხეთი
  4. საბერძნეთი
  5. ავსტრია
  6. პოლონეთი
  7. მოლდოვა
  8. ისლანდია
  9. სერბეთი
  10. საქართველო
  11. ალბანეთი
  12. პორტუგალია
  13. ბულგარეთი
  14. ფინეთი
  15. ლატვია
  16. შვეიცარია
  17. დანია

 

წლევანდელ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი და აჰოი არენა  18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს.

უპასუხე