ევროვიზიის სიახლეები
ფანები

სიახლე: “Húsavík” ოსკარზეა წარდგენილი

ფოტო: NETFLIX / EBU

ნეთფლიქსის კომედიური ფილმ “ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: ცეცხლოვანი საგას ისტორია” -დან ერთი სიმღერა “Húsavík” აკადემიის ღირსების პრიზზეა (ოსკარი) წარდგენილი, როგორც საუკეთესო ორიგინალური სიმღერა.

ფილმი მოგვითხრობს ამბიციურ და ენთუზიასტ მუსიკოსებზე, ლარსსა და სიგრიტზე, რომელთაც შესაძლებლობა მიეცამათ თავიანთი ქვეყანა წარმოადგინონ მოფლიოს უმნიშვნელოვანეს სიმღერის კონკურსზე (ევროვიზიაზე). ამით მათ შესაძლებლობაც ეძლევათ, დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი ოცნებისათვის ღირს ბრძოლა.

ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიცაა უილ ფერელი, რეიჩელ მაკადამსი, დენ სტივენსი, დემი ლოვატო და პირს ბროსნანი. ფილმში ასევე გამოყენებულია გულშემატკივრებისთვის საყვარელი სიმღერები: aja Ding DongDouble Trouble და Volcano Man.

ოსკარზე წარდგენილ სიმღერას “Húsavík” (ჩემი მშობლიური ქალაქი) კი მელოდიფეტივალენის ლეგენდა My Marianne (Molly Sandén) ასრულებს.

აღნიშნული სიმღერა უკვე რამოდენიმე ჩარტის ლიდერია ევროპაში.

რიგით 93-ე აკადემიის გილდიის დაჯილდოებაზე, როგორც საუკეთესო ორიგინალური სიმღერა, წარდგენილები არიან:

  • Fight for You – Judas and the Black Messiah
  • Hear My Voice – The Trial of the Chicago 7
  • Húsavík (My Hometown) – Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga
  • Io Si (Seen) – The Life Ahead
  • Speak Now – One Night in Miami…

Húsavík-ის კომპოზიტორი ატლი ორვარსსონია (Atli Örvarsson), ხოლო ტექსტი ეკუთვნის Fat Max Gsus, რიკარდ გორანსონს (Rickard Göransson_ და სავან კოტეჩას (Savan Kotecha).

რიგით 93-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 26 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

 

უპასუხე