ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სამირა ეფენდი მაყურებლის წინაშე სიმღერით “Mata Hari” წარსდგება

ფოტო: İCTIMAI TELEVISION (İTV) / EBU

გასული წლის მსგავსად,  აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Ictimai-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის სახელით მონაწილეობას სამირა ეფენდი მიიღებს. კონკურსანტის შესახებ გადაწყვეტილება შიდა შერჩევის წესით იქნა მიღებული.

დღეს კი ცნობილი გახდა საკონკურსო სიმღერა. სამირა ევროპელი მაყურებლის წინაშე სიმღერით “Mata Hari” წარსდგება.

28 წლის სამირა ცნობლი გახდა მუსიკალური გადაცემებდან Yeni ulduzBöyük Səhnə (მე-3 ადგილი) და  The Voice of Azerbaijan (მე-3 ადგილი). 2017 წელს კი მონაწილება მიიღო ყაზახეთში გამართულ კონკურს Silk Way Star-ზე სადაც ასევე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წელს კი აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კონკურს Voice of Nur-Sultan-ში.

უპასუხე