ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

თორნიკე ყიფიანის სიმღერის პრემიერა დღეს გაიმართება

ფოტო: GPB

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომაგენლის თორნიკე ყიფიანის სიმღერის პრემიერა დღეს გადაცემა „დღის კოდში“ გაიმართება.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.  სიმღერის პრემიერა რამოდენიმე საათში შედგება

უსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

წყარო: 1tv.ge

უპასუხე