ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

შვედეთს ევროვიზიაზე Tusse წარადგენს სიმღერით “Voices”

ფოტო: SVT / STINA STJERNKVIST / EBU

2021 წლის მელოდიფესტივალენის გამარჯვებული Tusse გახდა და სწორედ მან მოიპოვა ევროვიზიის საგზური. მაყურებლის წინაშე სიღერით “Voices” ის 18 მაისს, პირველ ნახევარ ფინალში წარდგება. 

Tusse-ს ნამდვილი სახელი და გვარია Tousin Michael Chiza და ის 2002 წლის 1 იანვარს კონგოში დაიბადა, თუმცა მოგვიანებთ შვედეთში ლტოლვილის სტატუსით მარტო ჩამოვიდა და პატარა სოფელ Kullsbjörken-ში ერთ-ერთ ოჯახში დასახლდა.

ახალგაზრდა მომღერალმა პირველად მონაწილეობა შვედურ ტალანტ შოუში Talang 2018-ში მიიღო მონაწილეობა და ნახევარ ფინალამდე მივიდა, ხოლო 2019 წელს შვედურ ნიჭიერში კი გამარჯვებას მიაღწია.

უპასუხე