ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

დღეს: „Melodifestivalen 2021″-ის ფინალი

ფოტო: SVT / STINA STJERNKVIST/EBU

🇸🇪 შვედეთი – „Melodifestivalen“

  • შოუ: ფინალი
  • დასაწყისი: 23:00 საათზე (თბილისის დროით)
  • ტრანსლაცია: SVT

დღეს, 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შიდა შესარჩევი ტურის ბოლო ფინალი გაიმართება. შვედეთის ლეგენდარული შიდა შესარჩევი კონკურსის “Melodifestivalen 2021”-ის ფინალური შოუს სტოქჰოლმში მდებარე საკონცერტო დარბაზი Annexet Concert Hall უმასპინძლებს.

5 შესარჩევი ტურის და ნახევარფინალების შედეგეად 12 მონაწილე შეირჩა, ხოლო დღეს ერთი მათგანი ევროვიზის საგზურს მოიპოვებს. ფინალისტებს შორის არამარტო “მელოდიფესტივალენის” ვეტერანები არიან, არამედ ევროვიზიაზე შვედეთის ყოფილი წარმომადგენლებიც. მათ შორის: შარლოტ პერელლი (1998, 2008), ერიკ საადე (2011), Arvirgarna (1993) და The Mamas, რომელთან შვედეთი ევროვიზიაზე გასულ წელს უნდა წარედგინათ.

ტრადიციისამებრ, გამარჯვებული მაყურებელთა და ჟიურის ქულების დაჯამებით გამოვლინდება. ბუქმეიკერების აზრით კი გამარჯვების შანსი Tusse-ს ან ერიკ საადეს აქვთ, თუმცა იმის მიხედვით, რომ მელოდიფესტივალენი სიურპრიზებით სავსე კონკურსია, არ უნდა გამოგვრჩეს Dotter და The Mamas.

ფინალისტების სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. Danny Saucedo – Dandi dansa;
  2. Klara Hammarström – Beat Of Broken Hearts;
  3. Anton Ewald – New Religion;
  4. The Mamas – In The Middle;
  5. Paul Rey – The Missing Piece;
  6. Charlotte Perrelli – Still Young;
  7. Tusse – Voices;
  8. Alvaro Estrella – Baila Baila;
  9. Clara Klingenström – Behöver inte dig idag;
  10. Eric Saade – Every Minute;
  11. Dotter – Little Tot;
  12. Arvingarna – Tänker inte alls gå hem.

 

უპასუხე