ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე ლატვიას სამანტა ტინა წარადგენს “The Moon is Rising”

ფოტო: LTV/ARTŪRS MARTINOVS/EBU

გასულ წელს, ლატვიის შიდა შესარჩევ კონკურს “სუპერნოვა”-ს ფინალის ტრიუმფატორი და ევროვიზიის საგზურის მფლობელი სამანტა ტინა გახდა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით ქვეყანას 2021 წლის ევროვიზიაზეც სამანტა წარადგენს.

სამანტა წარმოშობით ლატვიის პატარა ქალაქ ტუკუმსიდან არის. 2020 წლის “სუპერნოვა” და ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი მისთვის რიგით მექვსე იყო და სწორედაც გასულ წელს მოახერხა კონკურსის ტრიუმფით დაგვირგვინება.

1 კომენტარი

  1. სასწაულია ასეთი პროგრესი შარშანდელის მერე. ძალიან ძალიან მომწონს სამანტა :*

უპასუხე