ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე პოლონეთს რაფალი წარადგენს სიმღერით “The Ride”

პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის TVP-ს გადაწყვეტილებით ქვეყანას 2021 წლის ევროვიიზიის სიმღერის კონკურსზე ტელე-ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლონელი მომღერალი – რაფალი (RAFAŁ) წარადგენს.

რაფალ ბჟოზოვსკი (Rafał Brzozowski) პოლონეთის საკმაოდ ცნობილი მომღერალი და ძალიან პოპულარული ტელე წამყვანია. განსაკუთრებით გამოირჩევა სატელევიზიო შოუ THE NAME OF THE TUNE”, რომლის წამყვანიც რაფალი არის, ხოლო 2020 წელს კი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თანაწამყვანი იყო.

რაფალის კარიერა “The Voice of Poland”-ში 2011 წელს დაიწყო, ხოლო მისი პირველი სინგლი “Tak Blisko” გახლდათ.

რაფალის საკონკურსო სიმღერის “The Ride”-ს ავტორი ცნობილი შვედი კომპოზიტორი, გრემის ნომინაციაზე წარდგენილი იაკიმ უვრენიუსი (Joakim Övrenius) გახლავთ.

2 კომენტარი

  1. სათვალეები იმიტომ უკეთია რომ ახალგაზრდა გამოჩნდეს თუ რა მაფიაა ახლა ეს?

  2. გამაცინე ძალიან ნინუცა 😀 აშკარად ახალგაზრდად უნდა რომ ჩანდეს

უპასუხე