ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

გაერთიანებულ სამეფოს ევროვიზიაზე ჯეიმს ნიუმენი წარადგენს სიმღერით “Embers”

ფოტო: EBU/BBC

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-იმ 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილედ (გასული წლის მსგავსად) უამრავი პლატინის დისკის მფლობელი, BRITT Awards-ის გამარჯვებული და გრემზე ნომინირებული კომპოზიტორი ჯეიმს ნიუმენი შეარჩია (James Newman).

ჯეიმსი ევროვიზიის სცენაზე 22 მაისს ფინალურ ეტაპზე წარდგება სიმღერით “Ember”.

ჯეიმსი სამეფოს ნომერი პირველი ჰიტის “Blame”-ის თანაავტორია. ეს სიმღერა ჩარტების ლიდერი იყო ნიდერლანდებში, შვედეთში, ნორვეგიასა და მექსიკაში. ჯეიმს ნიუმენი თანამშრომბლობდა მსოფლიო დონის არტისტებთან, როგორებიცაა მისი მეგობარ Ed Sheeran და ტონი ბრექსტონი (Coping-ის თანაავტორი) და ქეშა (სიღერა Let ‘Em Talk).

ჯეიმსი ცნობილია ასევე როგორც ვოკალისტი და მისი ყველაზე წარმატებული ჰიტი Therapy 2018 წელს გამოვიდა ნიდერლანდელ DJ Armin Van Buuren-თან ერთად და ევროპის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.

 

უპასუხე