ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს საკონკურსო სიმღერის თიზერი

ფოტო: 1tv,ge

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიღერით “You”.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.  სიმღერის პრემიერა რამოდენიმე დღეში შედგება

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

უპასუხე