ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სან-მარინოს ევროვიზიაზე Senhit წარადგენს სიმღერით “Adrenalina”

ფოტო: FABRIZIO CESTARI / EBU

Senhit სან-მარინოს სახელით ევროვიზიის სცენაზე მეორე ნახევარ ფინალში, 20 მაისს წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა სენიტ ზადიკმა (Senhit), რომელიც წარმოშობით აფრიკული რესპუბლიკა ერიტრეადან არის, სან-მარინო 2011 წელს დიუსელდორფში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა სიმღერით “Stand By”, სან-მარინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით მას უნდა წარედგინა ქვეყანა 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც სიმღერით “Freaky!”

კლიპში მონაწილეობს ცნობილი ამერიკელი რეპერი Flo Rida, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია წარსდგება თუ არა მომღერალი Sanhit-თან ერთად ევროვიზიის სცენაზე.

უპასუხე