ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

დანიას ევროვიზიაზე Fyr & Flamme წარადგენს სიმღერით “Øve os på hinanden”

ფოტო: RASMUS LAURSEN / EBU

დანიის შიდა შესარჩევი კონკურის Dansk Melodi Grand Prix-ის გამარჯვებული Fyr & Flamme გახდნენ სიმღერთ “Øve os på hinanden” და სწორედ ისინი წარადგენენ ქვეყანას როტერდამში 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

კონკურსის 8 მონაწილედან სუპერ ფინალში მხოლოდ Fyr & Flamme, Chief 1 & Thomas Buttenschøn და Jean Michel  გადავიდნენ, ხოლო მაყურებელთა ხმების დაჯამების შედეგად ევროვიზიის საგზურის მფლობელები Fyr & Flamme გახნენ.

 Dansk Melodi Grand Prix ფინალისტების სია კი ასე გამოიყურებოდა:

  • Nanna Olivia – Hvileløse hjerter
  • Fyr & Flamme – Øve os på hinanden ⭐️
  • Chief 1 & Thomas Buttenschøn – Højt over skyerne
  • Mike Tramp – Everything is Alright
  • Claudia Campagnol – Abracadabra
  • The Cosmic Twins – Silver Bullet
  • Emma Nicoline – Står Lige Her
  • Jean Michel – Beautiful

Fyr & Flamme -ის დუეტი დანიაში საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით კი ორი ჰიტით Kamæleon და Menneskeforbruge-ით. წლევანდელი საკონკურსო სიმღერა კი შექმნილია DMGP-ის 70-იანი წლების პოპ მუსიკის გავლენით.

უპასუხე