ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

უკვე მეორედ Eesti Laul-ის გამარჯვებული უკუ სუვისტე გახდა

ფოტო: ERR / KAIRIT LEIBOLD / EBU

ევროვიზიის ესტონური შიდა შესარჩევი კონკურსის Eesti Laul-ის გამარჯვებული უკუ სუვისტე (Uku Suviste) გახდა და სწორედ ის წარსდგება როტერდამში, ევროვიზიის სცენაზე სიმღერით “The Lucky One”.

12 კონკურსანტიდან, საერთაშორისო ჟიურის და ტელემაყურებლების გადაწყვეტილებით სუპერ ფინალში სამი მონაწილე გადავიდა მათ შორის: უკუ სუვისტე, სისი და იური პოტსმანი. ხოლო მაყურებელთა გადაწყვეტილებით ზედიზედ მეორედ კონკურსის გამარჯვებული უკუ სუვისტე გახდა

დღევანდელი  „Eesti Laul“ -ის ფინალისტები:

  1. Egert Milder – Free Again;
  2. Suured tüdrukud – Heaven’s Not That Far Tonight;
  3. Hans Nayna – One by One;
  4. Ivo Linna, Robert Linna & Supernova – Ma olen siin;
  5. Karl Killing – Kiss Me;
  6. Uku Suviste – The Lucky One; ⭐️
  7. Sissi – Time;
  8. Jüri Pootsmann – Magus melanhoolia;
  9. REDEL – Tartu;
  10. Koit Toome – We Could Have Been Beautiful;
  11. Andrei Zevakin & Pluuto – Wingman;
  12. Kadri Voorand – Energy.

38 წლის უკუ ესტონეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია, რომელსაც უმარავ მუსიკალურ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. არტისტმა პირველად 2017 წლის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით Supernatural , მეორეჯერ – 2019 წელს სიმღერით Pretty Little Liar, ხოლო გასულ წელს – სიმღერით “What Love Is” და გამარჯვებაც მოიპოვა.

უპასუხე