ევროვიზიის სიახლეები
ფანები

კვიპროსელი მართლმადიდებლები “El Diablo”-ს წინააღმდეგ

მანამ, სანამ ევროვიზიის მონაწილე ქვეყნები ფესტივალისთვის ემზადებიან, კვიპროსში ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის “El Diablo”-ს (ქართ. ეშმაკი) წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.  აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქვეყანა ამ სიმღერით არ წარსდგეს ევროვიზია 2021-ზე.

“კვიპროსის მართლმადიდებელი ახალგაზრდების” მიერი ორგანიზებულ აქციაზე, დღეს დილით ათობით ადამიანი შეიკრება კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებლის CyBC შენობასთან და მოითხოვდნენ  სიმღერის კონკურსიდან მოხსნას და მას “შავი ძალების ჰიმნი” უწოდეს.

“ჩვენი აზრით, სიმღერის შინაარსი ითვლება შავი ძალების ჰიმნად და ამ სიმღერას არ გააჩნია არც სულიერი და არც მხატვრული ღირებულება. CyBC-ს აქვს დრო აირჩოს სხვა სიმღერა, რომლითაც ქვეყანა წარსდგება ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე” – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ბერძნული წარწერით: “არა “El Diablo”-ს, ჩვენ მშვიდობიანად ვაპროტესტებთ”, “მოინანიეთ და იწამეთ ქრიტე” და “ქრისტე გვიხსნის, დიაბლო (ეშმაკი) კლავს”.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც გააგრძელებს ამ სიმღერის რეკლამირებას, მაშინ ეს კვიპროსის დროშის გარეშე უნდა გააკეთოს. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღკვეთოთ ეშმაკის მადიდებლობა, რადგან თქვენ წარმოადგენთ კვიპროსს და იყენებთ კვიპროსის დროშას. ადრე ჩუმად ადიდებდნენ სატანას, ახლა კი ცდილობთ ეს კვიპროსის დროშის ქვეშ გააკეთოთ” – უთხრა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2000 წლის წინ წმ. ლაზარესა და რამოდენიმე მოციქულის კუნძულზე მოსვლის შემდეგ ეს წმინდა მიწად ითვლება და რომ ეს სიმღერა არ შეესაბამება კუნძულის და მისი მაცხოვრებლების ღირებულებებს.

კვიპროსული მაუწყებლის წარმომადგენლის აზრით კი აღნიშნული განცხადებები მხოლოდ სპეკულაციაა გარკვეული ფანატიკური ჯგუფების მიერ და სინამდვილეში სიმღერა შეყვარებულებს შორის შეურაცხმყოფელ ურთიერთობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ CyBC-ს გადაწყვეტილებით 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კვირპოსს ელენა ცაგრინუ წარადგენს სიმღერით: “El Diablo”.

 

უპასუხე