ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

სომხეთი წლევანდელ ევროვიზიაზე მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (AMPTV) გადაწყვეტილებით ქვეყანა 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხური მაუწყბელის განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო თითქმის შეუძლებელი გახდა ევრო ფესტივალისთვის მომზადება.

გასულ წელს სომხეთის შიდა შესარჩევ კონკურს “დეპი ევრატესილ”-ის გამარჯვებული ათენა მანუკიანი გახდა და სწორედაც, რომ მას უნდა წარედგინა ჩვენი მეზობელი ქვეყანა 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით Chains On You”.

შესაბამისად წლევანდელ ევროვიზიაზე მონაწილეობას 40 ქვეყანა მიიღებს. ევროვიზიის პირველი ნახევარ ფინალი 18 მაისს ხოლო მეორე – 20 მაისს გაიმართება, ხოლო გრანდიოზულ ფინალს აჰოი არენა 22 მაისს უმასპინძლებს.

უპასუხე