ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

საქართველოს 2021 წლის ევროვიზიაზე, თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიმღერით „You“

ფოტო: 1tv.ge

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

ფოტო: 1tv.ge

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით სიმღერის პრემიერა მიმიდინარე თვეში შედგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი საქართველოს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურზეც საკუთარი სიმღერით  “Take me as I am” უნდა წარსმდგარიყო.

თორნიკე “ფაქტორის“ 2014 წლის გამარჯვებული და პროექტის ყველა სპონსორის რჩეულიც იყო, მისი მწვრთნელი კი ცნობილი მომღერალი და ევროვიზია 2019-ის მონაწილე (კვიპროსის სახელით) თამთა გოდუაძე იყო.

ფოტო: GPB

“ყიფო”-სთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუ­სი­კო­სი თა­ვად ქმნი­დეს მუ­სი­კას ამიტომაც “ფაქტორის“-ში გამარჯვების შემდეგ ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი შეისწავლა დაიწყო, რაც სრუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად არის სა­ჭი­რო. თვლის, რომ ასე­თი პროგ­რა­მე­ბი მუ­სი­კოს­მა უნდა იცო­დეს. როგორც თავად ამბობს ახ­ლაც სწავ­ლის პრო­ცეს­ში არის, ქმნის ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ მუ­სი­კას და “იუ­თუ­ბის” სა­კუ­თარ არხზე ავრცელებს. ამავდროულად თორნიკე სამი შვილის მამაა, თუმცა ამ ეტაპისთვის მეუღლეს დაშორებულია.

2019 წელს გადაწყვიტა “საქართველოს ვარსკვლავში” მიეღო მონაწილეობა.

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის სცენაზე 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარსდგება.
წყარო: 1tv.ge

უპასუხე