ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე ფინეთს მეტალ-ჯგუფი Blind Channel წარადგენს

ფოტო: LE / MIIKKA VARILA / EBU

ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ ორგანიზებულ შიდა შესარჩევი კონკურს “Uuden Musiikin Kilpailu”-ს გამარჯვებული მეტალ-ჯგუფი Blind Channel ევროვიზიის სცენაზე სიმღერით “Dark Side” წარსდგება.

ხმების 25% საერთაშორისო ჟიურის (დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდა, აშშ-დან, პოლონეთიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან) ხმებისგან შედგებოდა, ხოლო დანარჩენი 75% კი ფინელი ტელემაყურებლების წილი იყო.

საბოლო ჯამში Blind Channel-ი შოუს გამარჯვებული 551 ხმით გახდა. საბოლოო შედეგები კი ასე გამოიყურებოდა:

  • Blind Channel – Dark Side (551pts)
  • Teflon Brothers x Pandora – I Love You (180pts)
  • Ilta – Kelle Mä Soitan (149pts)
  • Oskr – Lie (115pts)
  • Aksel – Hurt (108pts)
  • Danny – Sinä Päivänä Kun Kaikki Rakastaa Mua (60pts)
  • Laura – Play (13pts)

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: იოელ ჰოკა (გიტარა და ვოკალი), ნიკო ვილჰელმი(ვოკალი), იოონას პორკო (გიტარა), ოლი მატელა (ბასი), ტომი ლალი(დრამი) და ალექსი კაუნისვესი (კლავიში).

უპასუხე