ნორვეგიის სახელით როტერდამში TIX წარსდგება

ფოტო: NRK / JULIA MARIE NAGLESTAD / EBU
ნორვეგიის სამეფოს ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურს “Melodi Grand Prix (MGP)”-ის გამარჯვებული TIX გახდა, სიმღერით Fallen Angel.
ხუთი ტურის გავლის შემდეგ, MGP-ის ტრიუმფატორი TIX (ანდრეას ჰაუკელანდი), რომელიც ნორვეგიის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტია, ევროვიზიის სცენაზე კონკურსის პირველ ნახევარ ფინალში წარდგება, რომელიც ამავდროულად ნორვეგიის ეროვნულ დღესასწაულს, კონსტიტუციის დღეს ემთხვევა.
“Melodi Grand Prix”-ის ფინალი პირდაპირ ეთერში ოსლოდან გადაიცემოდა და გრანდიოზული შოუ, წინა წლის გამარჯვებულმა ულრიკემ (Ulrikke) გახსნა.
მონაწილეების სრული სია კი ასე გამოიყურებოდა:
- Atle Pettersen – World On Fire
- Raylee – Hero
- Stavangerkameratene – Who I Am
- KIIM – My Lonely Voice
- Blåsemafian feat. Hazel – Let Loose
- Emmy – Witch Woods
- TIX – Fallen Angel
- Kaja Rode – Feel Again
- Rein Alexander – Eyes Wide Open
- IMERIKA – I Can’t Escape
- KEiiNO – Monument
- Jorn – Faith Bloody Fait
