ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ბლას კანტო ესპანეთს “Voy a quedarme”-თი წარადგენს

ხმების 58%-ით ესპანეთის შიდა შესარჩევი კონკურისის გამარჯვებული სიმღერა “Voy a quedarme” გახდა და სწორედ ამ სიმღერით წარსდგება ბლას კანტო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. 

“Voy a quedarme”-ს კონკურენციას სიმღერა “Memoria” უწევდა, რომელმაც შესაბამისად ხმების 42% მიიღო.

ბლას კანტო 27 წლისაა და ესპანეთში საკმაოდ პოპულარული არტისტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2011 წლის შიდა შესარჩევ კონკურსში ასევე წარმატებულ ბენდ “Auryn”-თან ერთად.

მართალია, დიუსელდორფის საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა მეორე ადგილზე გავიდნენ სიმღერით “Volver”.

ბლასის კარიერის დასაწყისად კი შეიძლება EuroJunior-ში მონაწილეობა ჩაითვალოს, რომელიც 2004 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი იყო.

გასულ წელს, მოკლე ინტერვიუში ბლასმა განაცხადა: “ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა” და ამავდროულად დასძინა: “ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას”. 

ფოტო: RTVE

დღეისათვის ბლასის კარიერა უკვე 5 ალბომს ითვლის. მისი პირველი ალბომიი ბენდ “Auryn”-თან ერთად გამოვიდა MTV Europe Music Awards-ის საუკეთესო ესპანური შესრულების პრიზიც დაიმსახურა. 

მისი პირველი ალბომი “Complicado”, კი 2018 წელს გამოვიდა, რომელშიც შედის კანტოს საუკეთესო ჰიტად აღიარებული “Él No Soy Yo”.

ბლას კანტოს ესპანეთი გასულ წელსაც უნდა წარედგინა ევროვიზიაზე სიმღერით “Universo”.

უპასუხე