ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

ბულგარეთმა 6 სიმღერა წარადგინა – ერთით ვიქტორია ევროვიზიაზე წარსდგება

გასული წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ერთ-ერთმა ფავორიტმა – ვიქტორიამ 6 სიმღერა წარადგინა, რომლებიდანაც ერთით წლევანდელ ევროვიზიაზე წარსდგება.

ვიქტორიას შარშანდელი საკონკურსო სიმღერა “Tears Getting Sober” გასული წლის ფავორიტებს შორის იყო და პანდემიის გამო ევროვიზიის გაუქმებამდე, ბუქმეიკერების რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა. შესაბამისად, არც იყო გასაკვირი, რომ ევროვიზიის გაუქმებიდან ერთ თვეში, ბულგარეთის მაუწყებელმა 2021 წლის წარმომადგენლად კვლავ ვიქტორია დაასახელა.

რამოდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენი სიმღერა, ვიქტორიას სადებიუტო ალბომ „A Little Dramatic“-ში შემავალი სიმღერებიდან ერთ-ერთი იქნებოდა. ალბომის პირველი სიმღერის “Ugly Cry”-ის პრემიერა გასული წლის ნოემბერში შედგა, დანარჩენი სიმღერების კი გასულ კვირაში.

ერთად მოვუსმინოთ ალბომში შემავალ ყველა სიმღერას:

ვიქტორია ბულგარული “იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე იყო და 2015-16 წლის სეზონზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ამავე სეზონში მონაწილებდა და მეორე ადგილი დაიკავა ქრისტიან კოსტოვმა. ვიქტორიას ხშირად “ბულგარელ ადელის” სახელით მოიხსენიებენ.

თქვენი აზრით, რომელი სიღერით წარსდგება ვიქტორა ევროვიზიის სცენაზე?

უპასუხე