ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ჩეხეთს როტერდამში ბენი ქრისტო წარადგენს, სიმღერით “omaga”

ფოტო: EBU

ჩეხეთის შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯებული ბენი ქრისტო გახდა გასულ წელს და ადგილობრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც ის ააფრიალებს ჩეხეთის დროშას სიმღერით “OMAGA”.

ბენი ევროვიზიის სცენაზე 20 მაისს მეორე ნახევარ ფინალის პირველ ნაწილში წარსდგება.

ბენი ქრისტოს ჩეხი მსმენელი უკვე 10 წელზე მეტია კარგად იცნობს. 2019 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი EP Kontakt, რომელიც 6 სიმღერისგან შედგება და მათ შორის არის ორი ჰიტი Aleiaio და Plan. თუმცა, ბენის ყველაზე დიდ ჰიტად დღემდე ითვლება BOMBY, რომელსაც 24 მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზე, Asio – 14 მილიონი და Padam – 24 მილიონი.

ბენი ქრისტო ‘omaga’ ვიდეო რგოლის გადაღებისას. ფოტო: PAVLA HARTMANOVÁ / EBU

ქრისტოსს ჩეხეთი გასულ წელსაც უნდა წარედგინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით “KEMAMA”.

თქვენ რას ფიქრობთ ჩეხეთის წარმომადგენელზე? რამდენად აქვს მას გამარჯების შანსი?

უპასუხე