ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ხორვატიის წარმომადგენელი ევროვიზიაზე ალბინა იქნება სიმღერით “Tick-Tock”

ფოტო: HRT / RENATO BRAĐOLICA

ხორვატიის შიდა შესარჩევი კონკურსის “Dora 2021”-ის გამარჯვებული ალბინა გრჩიჩი (Albina Grčić) გახდა სიმღერთ “Tick-Tock” და სწორედ მან მოიპოვა 2021 წლის ევროვიიზიის სიმღერის კონკურსის ხორვატიული საგზური.

ფინალური შოუ ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მდებარე მარინო ცვეტკოვიჩის სპორტის სასახლეში გაიმართა (Marino Cvetković Sports Hall) და ჟიურისა და ტელემაყურებლების გადაწყვეტილებით 14 ფინალისტს შორის “Dora”-ს ტრიუმფატორი ალბინა გახდა.

 

ალბინა ევროვიზიის სცენაზე ხორვატიას  21 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარადგენს.

“Dora 2021”-ის შედეგები:

  • Albina Grčić – Tick-Tock (გამარჯვებული) (198 ქულა)
  • Nina Kraljić (Alkonost of Balkan) – Rijeka (145 ქულა)
  • Mia Negovetić – She’s Like A Dream (119 ქულა)
  • Cambi – Zaljubljen (118 ქულა)
  • Filip Rudan – Blind (118 ქულა)
  • ToMa – Ocean of Love (103 ქულა)
  • Bernarda Brunović – Colors (99 ქულა)
  • Tony Cetinski and Kiki Rahimovski – Zapjevaj, sloboda je! (77 ქულა)
  • Ella Orešković – Come This Way (52 ქულა)
  • Eric Vidović – Reci mi (45 ქულა)
  • Ashley Colburn and Bojan Jambrošić – Share The Love (43 ქულა)
  • Beta Sudar – Ma zamisli (16 ქულა)
  • Brigita Vuco – Noći pijane (15 ქულა)
  • Sandi Cenov – Kriv (12 ქულა)

ხორვატიის დებიუტი ევროვუზუუს სიმღერის კონკურსზე 1993 წელს შედგა პოპ ჯგუფ “Put”-ის სიმღერით “Don’t Ever Cry“.

 

უპასუხე