ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

უკრაინული Go_A ევროვიზიაზე სიმღერით “ШУМ” წარსდგება

ფოტო: EBU/JSC "UA:PBC"

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (UA:PBC) განცხადებით 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე Go_A სიმღერით “ШУМ” წარსდგება.

შიდა შესარჩევი კონკურსის ჟიურის წევრებს შორის იყო 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ჯამალა, ასევე ევგენი ფილატოვი, რუსლან კვინტა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (UA:PBC) სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: იაროსლავ ლოდიგინი და დმიტრო ხორკინი.

შესარჩევ ეტაპზე სამი სიმღერა იყო წარმოდგენილი:

  • Shum (ხმაური)
  • Rano (ადრიანად)
  • Tserkovka (ეკლესია)
ფოტო: STB.ua

უკრაინის შიდა შესარჩევი კონკურსის Нацвідбір на Євробачення 2020-ის გამარჯვებული GO_A, რომელსაც უკრაინა ევროვიზაზე გასულ წელს უნდა წარედგინა სიმღერით “Соловей” (ბულბული) ერთამეთში აერთიანებს უკრაინულ ტრადიციულ ვოკალს, თანამედროვე ცეკვის ელემენტებს, აფრიკულ დრამებსა და ძლიერ გიტარას. ჯგუფს უამრავ პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალებში აქვს მონაწილეობა მიღებული (კოკტებელ ჯაზ ფესტივალი, The Country of Dreams (ოცნების ქვეყანა), გოგოლფესტი) და უკრაინული მუსიკის პოპულარიზაციას ახდენს ისრაელში, პოლონეთსა და ბელარუსში.

უპასუხე