ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე საფრანგეთს ბარბარა პრავი წარადგენს სიმღერით “Voilà”

ფრანგული შიდა შესარჩევი კონკურსის “Eurovision France: C’est Vous Qui Décidez”-ის გამარჯვებული ბარბარა პრავი გახდა სიმღერით “Voilà” და შესაბამისად 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საგზურიც მოიგო.

ბარბარას შემოქმედება ძირითადად ფრანგული შანსონის (chanson française) ჟანრშია, რომელიც ინსპირაციას ისეთი მომღერლებისგან განიცდის, როგორებიცაა ჟაკ ბრელი (Jackues Brel) და ედიტ პიაფი (Édith Piaf). სწორედ მათი გავლენის ნამდვილი მაგალითია მისი საკონკურსო სიმღერაც “Voilà”.

 

ბარბარას შესახებ

სერბულ-ირანული წარმოშობის ბარბარა საფრანეთში ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორია. 27 წლის მომღერალი არც ევროვიზიის გულშემატკივრებისთვის არის უცნობი. ის გახლავთ ორი სიმღერის თანავტორი, რომლითაც საფრანგეთი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა და მათ შორის არის 2020 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა J’imagine.

ასევე ბარბარას აქვს შექმნილი სიმღერები ცნობილი ფრანგი მომღერლებისათვის, როგორებიცაა Yannick Noah და Chimène Badi.

ფრანგული შიდა შესარჩევი კონკურსი

საფრანგეთის შიდა შესარჩევი კონკურსი წელს ოდნავ განსხვავებული ფორმატითა და სახელით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ჯამში კონკურსის ფინალურ ეტაპზე 12 კონკურსანტი მონაწილეობდა:

  • LMK – Magique
  • Ali – Paris Me Dit
  • Casanova – Tutti
  • Barbara Pravi – Voilà
  • Cephaz – On A Mangé Le Soleil
  • Amui – Maeva
  • Andriamad – Alléluia
  • Philippine – Bah Non
  • Juliette Moraine – Pourvu Qu’on M’Aime
  • 21 Juin Le Duo – Peux-Tu Me Dire?
  • Terence James – Je T’Emmènerai Danser
  • Pony X – Amour Fou

შოუ ორი ტურისგან შედგებოდა. პირველი ტურში მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგად 7 მონაწილე შეირჩა, თუმცა ჟიურის გადაწყვეტულებით მეორე ტურში კიდევ ერთი კონკურსანტი (LMK) გადავიდა.

მეორე ტურში, 8 მონაწილეს შორის,  ჟიურისა და მაყურებელთა ხმების (50%-50%) დაჯამების შედეგად გამარჯვებული სწორედ ბარბარა პრავი გახდა.

შოუს ჟიურსი თავმჯდომარე ამირი იყო, რომელმაც საფრანგეთი 2016 წელს წარადგინა ევროვიზაზე. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ევროვიზიის გამარჯვებულები მარი მირიამი და დუნკან ლოურენსი და ცნობილი დიზაინერი ჟან-პოლ გოტიე.

საფრანგეთი როგორც დიდი ხუთეულის წევრი ქვეყანა, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პირდაპირ ფინალში მონაწილეობს და შესაბამსიად ბარბარა პრავი როტერდამის აჰოის სცენაზე შაბათს, 22 მაისს წარსდგება.

 

თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად აქვს საფრანგეთს შანსი გაიმეოროს საბავშვო ევროვიზიაზე მიღწეული წარმატება უკვე ევრო ფესტივალზე?

უპასუხე