ალბანეთს ევროვიზიაზე ანჯელა პერსიტერი წარადგენს სიმღერით “Karma”

ფოტო: EBU / RTSH
2021 წლის ევროვიზის სიმღერის კონკურსზე ალბანეთის წარმომადგენელი ანჯელა პერსიტერი (Anxhela Peristeri) იქნება, რომელიც როტერდამის სცენაზე სიმღერით “Karma” წარსდგება.
ანჯელა ალბანეთის შიდა შესარჩევი კონკურსის, რიგით 59-ე “Festivali i Këngës”-ს გამარჯვებული გახდა და შესაბამისად ევროვიზიის საგზურიც მოიპოვა.
ანჯელას სადებიუტო ალბომი “Anxhela për ju” 2004 წელს გამოვიდა. ბოლო წლების მანძილზე მან უამრავ კონკურსსა და ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: Kënga Magjike, Çmimet Kult, Netët e Klipit and YFSF.
“Festivali i Këngës”-ში მონაწილეობა პირველად 2001 წელს მიიღო.
მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ალბანეთის რჩეულ სიმღერაზე.