ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ედენ ალენე ევროვიზიაზე ისრაელს “Set Me Free”-ით წარადგენს

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისათვის მზადება ისრაელმა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

200 წარმოდგენილი სიმღერიდან პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მხოლოდ 9 სიმღერა შეარჩია, ხოლო ონლაინ პლატფორმაზე ხალხის რჩეული კი სამი სიმღერა გახდა:

  • La La Love
  • Set Me Free
  • Ue La La

ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ მსმენელის რჩეული სიმღერა “Set Me Free” გახდა და შესაბამისად ამ სიმღერით წარსდგება ედენ ალენე როტერდამის სცენაზე.

 

გასულ წელს ისრაელის შიდა შესარჩევ კონკურსში ‘The Next Star’ ედენ ალენემ გაიმარჯვა და სწორედ მას ერგო 2020 წლის ევროვიზიის საგზური და პანდეემის გამო ჩაშლილი ფესტივალის გათვალისწინებით და ისრაელის მაუწყებლების გადაწყვეტილებით მას მეორე შანსი 2021 წელს მიეცა. 19 წლის მომღერალი დაიბადა და გაიზარდა იერუსალმში, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ეთიოპიიდან არიან.

 

თქვენ რა აზრის ხართ გამარჯვებულ სიმღერაზე?

უპასუხე