ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

ლიზი ჯაფარიძის ახალი სიმღერა “Toxic World”

16 წლის ლიზი ჯაფარიძემ უახლესი მუსიკალური ვიდეორგოლი, სიმღერაზე Toxic World 1 ოქტომბერს გამოუშვა.

კომპოზიციაზე ახალგაზრდა მომღერალმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ეს ნამუშევარი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან წამოჭრილი თემა უამრავ ადამიანს ეხება.

„ადამიანები მიდრეკილნი არიან სიყვარულისა და დამოკიდებულების ერთმანეთში არევისკენ, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს“ – ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.

“World Class Production” – ასე აფასებენ მომღერლის ახალ ნამუშევარს და ადარებენ ამერიკელი სელებრითების ვიდეორგოლებს.

სიმღერის მოსმენა ყველა ციფრულ მუსიკალურ პლატფრომაზეა შესაძლებელი და ხელმისაწვდომია 200-ზე მეტ ქვეყანაში.

ლიზი ჯაფარიძე, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება სასწავლებლად, 2017 წლის თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ სიმღერით “Happy Day”.

უპასუხე