ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

2020 საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე ერთი დღე დარჩა

ფოტო: GPB / EBU

რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, პოლონეთი უმასპინძლებს. პოლონეთმა მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ზედიზედ მეორე გამარჯვებით მოიპოვა, როცა 12 წლის მომღერალი, ვიკი გაბორი, სიმღერით Superhero და რეკორდული 272 ქულით კონკურსის გამარჯვებული გახდა.

საბავშვო ევროვიზია 2020-ზე 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 2012 წლის შემდეგ კონკურსზე ამდენად მცირე რაოდენობის ქვეყანას მონაწილეობა არ მიუღია, რაც, დიდწილად კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

ფოტო: EBU / STIJN SMULDERS

წლევანდელი კონკურსის სლოგანი Move the World (აამოძრავე მსოფლიო) არის.

სანდრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიმღერის კონკურსის “რანინა“-ს გამარჯვებული გახდა შესაბამისად ევროვიზიის საგზურიც მიღო და საქართველოს ევროვიზიაზე მე-7 ნომრად წარადგენს.

ფოტო: GPB / EBU

სანდრა, რომლის ოცნებაც მსოფლიო დონის შემსრულებლად გახდომაა, თბილისში დედასთან, ბებია-ბაბუასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. ის მუსიკით ბავშობიდანაა გატაცებული და სიმღერა ძალიან უყვარს.

სანდრა გადელიას სიმღერაზე კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის ტექსტი კი, თემო საჯაიას ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა You are not alone („შენ არ ხარ მარტო“).

Covid-19-თან შექმნილ ვითარებას უკავშირდება საბავშვო ევროფესტივალის შეცვლილი ფორმატიც — ისტორიაში პირველად, მონაწილეები სიმღერებს საკუთარი ქვეყნებიდან შეასრულებენ, თუმცა მთავარი შოუ ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან გადმოიცემა.

მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს და მის წარმომადგენელს.

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე junioreurovision.tv 27 ნოემბრის 23:00 საათიდან  (თბილისის დროით) 29 ნოემბრამდე.  მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება, ყველა ხმა გაიგზავნება ხმის დამთვლელ ჯგუფში, ქულების სახეს მიიღებს და საბოლოო შედეგის ნახევარს განსაზღვრავს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს დებიუტი როტერდამში, 2007 წელს შედგა და მას შემდეგ ქვეყნის ანგარიშზე სამი გამარჯვება ირიცხება: 2008, 2011 და 2016 წლებში.

2019 წლის სიმღერის კონკურსზე, გლივიცე სალესიაში, საქართველო გიორგი როსტიაშვილმა წარადგინა სიმღერით We need love და მე-14 ადგილი დაიკავა.

 

როგორ ფიქრობთ, შეძლებს საქართველო რეკორდის გაუმჯობესებას და საბავშვო ევროვიიზს კონკურსზე მეოთხეჯერ გამარჯვებას?

უპასუხე