ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს

ფოტო: EBU / გიორგი ცაავა

29 ნოემბერს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს წიმღერით You Are Not Alone.

სანდრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიმღერის კონკურსის “რანინა“-ს გამარჯვებული გახდა შესაბამისად ევროვიზიის საგზურიც მიღო. მუსიკალური კონკურსის ფინალისტების სია კი ასე გამოიყურებოდა:

  • სესილი თურმანიძე
  • ვერონიკა შამუგია
  • სანდრა გადელია
  • რატი გელოვანი
  • გიო გოგიაშვილი
  • მარიტა ხვედელიძე
  • ნიკოლოზ რედიტი
  • შიო კავსაძე
  • ნია ხინჩიკაშვილი
  • ლელა კვენიაშვილი

კონკურსის ფინალურ ეტაპზე სანდრასთან ერთად რატი და მარიტა გადავიდნენ, თუმცა გამარჯვება სწორედ სიმღერა You Are Not Alone-მა მოიპოვა.

სანდრა, რომლის ოცნებაც მსოფლიო დონის შემსრულებლად გახდომაა, თბილისში დედასთან, ბებია-ბაბუასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. ის მუსიკით ბავშობიდანაა გატაცებული და სიმღერა ძალიან უყვარს.

სანდრა გადელიას სიმღერაზე კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის ტექსტი კი, თემო საჯაიას ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა You are not alone („შენ არ ხარ მარტო“).

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს დებიუტი როტერდამში, 2007 წელს შედგა და მას შემდეგ ქვეყნის ანგარიშზე სამი გამარჯვება ირიცხება: 2008, 2011 და 2016 წლებში.

2019 წლის სიმღერის კონკურსზე, გლივიცე სალესიაში, საქართველო გიორგი როსტიაშვილმა წარადგინა სიმღერით We need love და მე-14 ადგილი დაიკავა.

2020 წლის საბავშვო ევროვიზია 29 ნოემბერს ვარშავაში გაიმართება. კონკურსში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი საბავშვო ევროვიზია განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, მონაწილეები კი საკონკურსო სიმღერას საკუთარი ქვეყნის სტუდიებში შეასრულებენ.

 

უპასუხე