ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

სომხეთი საბავშვო ევროვიზია 2020-ს გამოეთიშა

ფოტო: ARTAK PETROSYAN

სომხეთის ეროვნულმა მაუწყებელმა AMPTV-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანა 2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მაუწყებლის გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი და სომხეთში გამოცხადებული საომარი მდგომარეობაა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება,  მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 12-მდე შემცირდა.

სომხეთი საბავშვო ევროვზიის მონაწილეებს შორის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. კონკურსზე 13-ჯერ მიიღო მონაწილეობა და ტოპ-10-ის გარეთ არასოდეს დარჩენილა.

ქვეყანამ სიმღერის კონკურსზე მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, ხოლო 2010 წელს, ვლადიმირ არზრუმიანის წყალობით გამარჯვებაც მოიპოვა სიმღერით “Mama”.

 

 

უპასუხე