ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ქვეყნების სია ცნობილია

ფოტო: EBU

რიგით მე-18 საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც 29 ნოემბერს პოლონეთში გაიმართება,  მონაწილეობას 13 ქვეყანა მიიღებს.

წელს კონკურსში მონაწილებას მიიღებს: სომხეთი (ARMTV), ბელარუსი (BTRC), საფრანგეთი (FTV), საქართველო (GPB), ყაზახეთი (Khabar Agency), მალტა (PBS), ნიდერლანდები (AVROTROS), რუსეთი (RTR), სერბეთი (RTS), ესპანეთი (RTVE), უკრაინა (UA:PBC), პოლონეთი (TVP) და ფესტივალის დებიუტანტი იქნება გერმანია (ARD/ZDF/Kika), რომელიც კონკურსში მონაწილეობას პირველად მიიღებს.

COVID-19 პანდემიის გამო წლევანდელი საბავშვო ევროვიიზის სიმღერის კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კონკურსის უკვე მეორედ მასპინძელი TVP-ს განცხადებით შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, ხოლო მონაწილეები კი საკუთარი ქვეყნის სტუდიაში შეასრულებენ საკონკურსო სიმღერას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სიმღერის კონკურსს პოლონეთმა ქალაქ გლავიცეში უმასპინძლა და ისტორიაში პირველად, 278 ქულით ზედიზედ მეორეჯერ გაიმარჯვა ვიკი გაბორის სიმღერით “Superhero”.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა 69 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.

უპასუხე