ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზია 2021-ის ჩატარების 4 შესაძლო სცენარი გამოქვეყნდა

ფოტო:EBU / KRIS POUW

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 41 მონაწილე ქვეყნის დელეგაციებს აერთიანებს.  17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მტკივნეული, თუმცა ამავდროულად “უსაფრთხო” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკურსის არსებობის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, 2020 წელი არის პირველი, როდესაც ევროპა სიმღერის კონკურსის გარეშე დარჩა.

საბედნიეროდ, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი  გაიმართება. არსებული რეალობიდან გამომდინარე EBU და ნიდერლანდური მაუწყებლები NPO, NOS და AVROTROS-ი კონკურსის ჩატარების 4 შესაძლო  სცენარზე მუშაობს.

 სცენარი A: ჩვეულებრივი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

ამ შემთხვევაში, როტერდამის აჰოი არენაზე ტრადიიციისამებრ გაიმართება ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 9 შოუ (კოსტუმირებული რეპეტიციების ჩათვლით), დელეგაციებისა და არტისტების მონაწილებოით. ასევე, ჩვეულებრივად გაიამრთება ყველა ტრადიციული ღონისძიება.

ამ სცენარის განცხორციელება ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, იარსებებს თუ არა ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინა და შესაძლებელი იქნება ზუსტი ტესტის გაკეთება.

სცენარი B: ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვით 

ამ შემთხვევაში, ევროვიზიის ყველა მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან 1.5 მეტრით.

ყველა შოუს დროს მაყურებლები აჰოი არენაზე დაიშვებიან ლიმიტირებული რაოდენობით. 1.5 მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით. 

ყველა დელეგაციას შეეძლება როტერდამში ჩამოსვლა, თუმცა მონაწილეებისა და პრესის რაოდენობა შეზღუდული იქნება.

არენაზე მაყურებლების შეზღუდული რაოდენობით დაშვებიდან გამომდინარე, იმ მაყურებლების სია, ვისაც საშუალება ექნება დაესწროს შოუს,  გადაწყდება ალბათობით შერჩევის პრინციპით და მათ, ვისაც არ შეეძლება არენაზე დასწრება, ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

სცენარი C: ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოგზაურობაზე შეზღუდვის ფონზე

მეორე სცენარის მსგავსად, ევროვიზიის სიმღერის კონკურის გაიმართება სოციალური დისტანციის დაცვით და შეზღუდული რაოდენობის მაყურებლებით არენაზე.

იმ შემთხვევაში თუ დელეგაციის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ ნიდერლანდების სამეფოში ჩასვლას, მაშინ ამ მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლა ადგილობრივი სტუდიიდან მოხდება. ხოლო ისინი ვინც ჩამოსვლას შეძლებს, არენაზე ცოცხლად შეასრულებს სიმღერას.

სცენარი D: ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ლოქდაუნის პირობებში

იმ შემთხვევაში თუ ევროვიზიის სიმღერის კონკურისის ჩატარების პერიოდში, ნიდერლანდები საყოველთაო კარანტინი იარსებებს, სავარაუდოდ სიმღერის კონკურსის მონაწილეები ადგილობრივი სტუდიებიდან იმღერებენ და ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს აჰოი არენაზე. შოუს დროს არ დაიშვებიან მაყურებლები და გაუქმდება როტერდამში დაგეგმილი ყველა სხვა “ევროვიზიული” ღონისძიება. სიმღერის კონკურსის ფორმატი კი მეტნაკლებად წელს, ნოემბერში გასამართი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მსგავსი იქნება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის და ნიდერლანდური მაუწყებლების NPO, NOS და AVROTROS-ის გადაწყვეტილებთ 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი და მეორე ნახევარ ფინალი 18 და 20 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალური შოუ კი როტერდამის აჰოის არენაზე 22 მაისს გაიმართება.

უპასუხე